Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა

26 თებერვალს 2020 22:21ნახვები 2 048წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში.
“საბაჟო ზოლზე შემოწმებული იქნა მოქალაქე ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ეს ამცირებს მათი დასნებოვნების რისკს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლს და ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები - ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რომ საქართველოში არ გვქნდეს კორონავირუსის ეპიდემია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, ტაქსით ჩამოვიდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania