Babajana LOGO

ხუთშაბათს აშშ საქართველოს მაღალჩინოსნების სანქციებზე იმსჯელებს - ელისკო კილაძე

23 თებერვალს 2021 03:51ნახვები 1 206წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ჟურნალისტი ელისო კილაძე Facebook-ზე წერს, რომ შეერთებულ შტატებში, ხუთშაბათს, კონგრესი საქართველოს მიმართ სანქციებზე იმსჯელებს. მისივე თქმით, საქნციები შესაძლოა პარაკევს ამოქმედდეს. როგორც კილაძე წერს, მან ეს ინფორმაცია ამერიკიდან მიიღო.
"ახლა მივიღე ინფორმაცია ამერიკიდან: ელჩი ბაქრაძე დილით სტეიტდეპ-შია დაბარებული (თბილისის დროით 17:30). ხუთშაბათს კონგრესზე (ჯერ წარმომადგენლობითი პალატა, შემდეგ სენატი) სანქციებზე იქნება მსჯელობა და პარასკევიდან შეიძლება ამოქმედდეს. ოღონდ, სანქციები შეეხებათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს (ღარიბაშვილი, გომელაური, ზალკალიანი, ლილუაშვილი, ჩუბინიძე, შოთაძე)",- წერს კილაძე.
 მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკვე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩო - დღეს საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
 შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals