Babajana LOGO

სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, კოვიდვაქცინა მალტას სთხოვოს

27 იანვარს 2021 13:24ნახვები 687წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალტის მთავრობას სთხოვონ.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ევროკავშირისგან მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა, რომლის განაწილებასაც ახლა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის გეგმავს.
სააკაშვილის თქმით, ახლა მთავარი საკითხია, რომ საქართველოში ვაქცინა დროზე შევიდეს.
“ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს? ისინი უსასყიდლოდ აპირებენ ყველას მისცენ. რატომ არ ინძრევით?” —განაცხადა სააკაშვილმა და მთავრობა კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაუალა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ექსპრეზიდენტის თქმით, ფაქტებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ამ დროისათვის ევროპის მასშტაბით მალტაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, maltatoday-ს ინფორმაციით,  ევროკავშირთან ერთობლივი შესყიდვების ფარგლებში, მალტას AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals