Babajana LOGO

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალს 2020 10:55ნახვები 944წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.
„ვადასტურებთ ერთი პირის გატაცების ფაქტს, ამ დროისათვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულები არიან ევროკავშირის მისიიის წარმომადგენლები“, - აცხადებენ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაკავება ტყეში მოხდა.დაკავებული მოზარდის ახლობლებმა განაცხადეს,რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.
კირბალის მაცხოვრებელი, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
ალიკა შიუკაშვილის ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania