21/01/211 802 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი ინციდენტების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
„მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს,” - აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის თქმით, რუსულმა მხარემ შეძლო ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას.
”ქართული მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, თუმცა წარუმატებლად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას. ასევე, სასამართლოს არ დაუდასტურებია რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა ", - განაცხადა მიხეილ გალპერინმა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA