20/01/211 759 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსგან ოქონის ხატ-ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარისგან იმ ხატის გადაცემას მოითხოვს, რომელიც გორის მფარველად მიიჩნევა. საუბარია ოქონის ისტორიულ ხატ-ტრიპტიკონზე, რომელიც ერთდროს ელენე დედოფლის მზითვიც იყო, უფრო ადრე კი თამარ მეფეს და სამეფო კარს უკავშირდებოდა.
გორისა და ატენის ეპარქიაში ამ თემაზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა, მღვდელი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ ოქონის ხატი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრებოაა და ის რეგიონის მფარველად მიიჩნევა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ხატი საქართველოში ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს შემოიტანეს, კერძოდ ის ელენე დედოფალმა ბიზანტიიდან შემოიტანა. მოგვიანებით, თამარ მეფის დროს გორში აშენდა ტაძარი სადაც ხატიც იყო დასვენებული, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მან ცხინვალის მუზეუმში გადაინაცვლა, შემდეგ კი დაიკარგა. 2001 წესლ ხატი კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის მოქალაქე მას 2 მილიონ დოლარად ყიდდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხატი საქართველოში დააბრუნა.
ჟენევის ფორმატით გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლემა მურად ჯიოევმა თქვა, რომ მათ ხატის ცხინვალში დაბრუნება სურთ. მან ეს წინადადება იმ დროს წამოაყენა, როცა ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა.
"სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ სახმრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - თქვა მან. 
მისი თქმით, ეს წმინდათ ჰუმანიტარული საკითხიდა და მზად არიან ამ თემაზე მანამდე ისაუბრონ, სანამ ქართულ მხარე ხატს არ დააბრუნებს. ისტორიკოსი, ელდარ მამისთვალაშვილი, ამბობს, რომ პარადოქსია, რადგან რა შუაშია ამ ხატთან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუგებარია.
"ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული, იქნა გაყიდული", - თქვა მამა გიორგიმ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჯიოევს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ხატის გადაცემის სანაცვლოდ ისინი უკანონო პატიმრებს გაათავისუფლებენ, თუმცა ეს იყო მინიშნება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY