Babajana LOGO

გაყალბების ბრალდებების ფონზე "ოცნებამ" უმრავლესობა შეინარჩუნა - Human Rights Watch-ის ანგარიში

13 იანვარს 2021 11:47ნახვები 609წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
უფლებადამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოზე ტადიციულ, ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 
2020 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში საუბარია როგორც საქართველოს კონტექტსში გლობალურ გამოწვევებზე, როგორიც გასულ წელს კორონავირუსი იყო, ასევე ლოკალურ პოლიტიკურ მოვლენებზე და, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებზე. 
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "ოცნებამ" ძალაუფლება გაყალბების ბრალდების ფონზე შეინარჩუნა. 
"საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა. გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისადმი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა", - წერია HRW-ის დოკუმენტში.
Human Rights Watch არჩევნების შეფასებისას იხსენებს სადაკმვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკულ დასკვნებს - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს, ამომრჩევლებზე ძალადობასა, მოსყიდვას; დაპირისპირებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთანაც. 
"...ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს. მათი თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, კენჭისყრის ფარულობის მრავლობითი დარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები. არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა"

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals