რომან გოცირიძე - არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია, ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეაეკონომისტი, ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება და აქტივი "ქართუ ჯგუფს" გადაუფორმა და თავისთვის "ჯიბის ფულად" მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა, არასწორია.
რომან გოცირიძის მტკიცებით, ივანიშვილისთვის შემოსავალი, ანუ დივიდენდი მოაქვს არა იმ ფიზიკურ აქტივებს, რაც "ქართუს" გადასცა, არამედ უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს, რომლებიც კვლავ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რჩება. "მთელი დღეა ვისმენ კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის ქონების ტრანსფორმაციის შესახებ და ვხედავ, რომ აშკარად ვერ გაუგიათ რა ხდება სინამდვილეში.მისივე თქმით, ფონდისთვის ფიზიკური აქტივების გადაცემა ივანიშვილმა იმიტომაც გადაწყვიტა, რომ შემდგომში მათი ლეგალიზაცია მომხდარიყო და თავიდან აერიდებინა ბადრი პატარკაციშვილის ბედი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება, რომელიც არ იყო სამართლებრივად სწორად რეგისტრირებული, სადავო გახდა. "ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული).ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი.რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად.თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული. ესაა და ეს", -წერს ფეისბუქზე გოცირიძე.შეგახსენებთ, ეს არის იმ ფიზიკური აქტივების ჩამონათვალი, რაც ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ფონდს" გადაუფორმა.
კომენტარები |