12/01/211 204 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბიძინა ივანიშვილი - ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“

ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და იმდენი გამოცდილება მიიღო, უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, ზოგადად რას გულისხმობდა თავის ღია წერილში „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
„გუნდის წევრებმა ეს კითხვა ალბათ, ვერ დამისვეს, შეიძლება, ძალიან ბევრს აქვს და ბევრსაც არ მოეწონა, რას ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი იმას, რომ ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და იმდენი გამოცდილება მიიღო და დაბრძენდა, უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. მხედველობაში მქონდა ის, რომ მათზე ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, რომელიც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ პირველ რიგში, მოიტანს საკუთარ გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას და აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეიძლება განავითაროს ჩვენი ქვეყანა. ნახეთ, დღევანდელი ოპოზიცია და თუ იცით, რა უნდათ?! ერთადერთი უნდათ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ფეხები მოატეხონ... ოპონენტმა უნდა გააკრიტიკოს, ის ამისთვის არის. შენ თუ იმუნიტეტი გაქვს და ძლიერი ხარ, იმ კრიტიკას შენთვის იყენებ და ასწორებ. ოპოზიციას უდიდესი როლი აქვს, თუ ეს როლი სწორად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება, ვისი ოპონენტიც არის და ქვეყანასაც დააკლდება. მე ვგულისხმობ, რომ რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებულად, გააზრებულად შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. აი, ამას რომ ჩაენაცვლება „ქართული ოცნება“, ასეთი ოპოზიციაა სანატრელი. „ქართული ოცნება“ რომ ოპოზიციაში იქნება ასეთივე მეთოდოლიგიით, ასეთივე მსოფლმხედველობით, ისეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. ღმერთმა მომასწროს და რა თქმა უნდა, მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA