Babajana LOGO

გამყრელიძე - ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია, არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება

10 იანვარს 2021 08:49ნახვები 696წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
მოიხსნება თუ არა 16 იანვარს შეზღუდვები გეგმის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში რამდენი სხდომა ჩატარდება, სადაც ამ საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა  – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“ - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები სრულიად საფუძვლიანია.
ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი” - ამბობს გამყრელიძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals