09/01/211 786 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არ სცნოთ არჩევნების ლეგიტიმურობა, დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები - ნათელაშვილი

გთხოვთ არ სცნოთ 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და გაიწვიეთ ელჩები ახალი არჩევნების დანიშვნამდე - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეფექტური მექანიზმების ამუშავებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილი გაყალბებული არჩევნების გამო ევროპელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევას სთხოვს და ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. 
"სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განვაცხადეთ იმ პარალმენტში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც 2020 წლის 31 ოქტომბერს სრულიად გააყალბა რუსმა ოლიგარქმა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს, პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ მისი პარტია არასრული ქვორუმით და ამ ორგანოს არ შეუძლია კონსტიტუციურ, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, თქვენთვის რეალური მოკავშირეობის გაწევა.
ამ კრიტიკულ ფონზე, ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს", - წერს ნათელაშვილი. 
მისი თქმით, საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა და მისი ტერიტორების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა და დახოცა ჩვენი მოქალაქეები. ნათელაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა ევროპამ  სანქციებიც კი არ დააწესა ამის გამო რუსეთისადმი.
"იმედია, ახლა მაინც არ მიგვატოვებთ რუს ოლიგარქთან უთანასწორო ბრძოლაში ამიტომ ვითხოვთ:
  • არ სცნოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და მის საფუძველზე შექმნილი მთავრობა. ამის გამო ახალი არჩევნების დანიშვნამდე გაიწვიეთ ელჩები საქართველოდან და დატოვეთ ურთიერთობა რეჟიმთან დესპანის დონეზე, როგორც ეს საერთაშორისო სამართალშია მიღებული,
  • დააწესეთ სანქციები რუსი ოლიგარქის ბ. ივანიშვილის თქვენთან გადანახულ მილიარდებზე. ასევე, დაუწესეთ სანქციები მის გარემოცვას და ორგანოებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უშიშროების სამსახურსა და სხვა.
  • აქტიურად დაგვიჭირეთ მხარი რათა 2021 წლის ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს განახლებული კომისიებითა და საარჩევნო კანონმდებლობით.
  • ველოდებით თქვენს გადაუდებელ მხარდაჭერას", - წერს ნათელაშვილი.
ნათელაშვილი ფიქრობს,რომ თუ საერთაშორისო პარტნიორები ეფექტურად არ იმოქმედებენ, საქართველო ივანიშვილის მმართველობის პირობებში რუსული გავლენის ქვეშ საბოლოოდ მოექცევა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,