Babajana LOGO

ვაშინგტონში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა, "ეს დღე სამუდამოდ დაიმახსოვრონ"

07 იანვარს 2021 02:12ნახვები 825წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ვაშინგტონში “კომენდანტის საათი” ძალაში შევიდა, თუმცა, ქალაქის ქუჩებში კვლავ რჩებიან ადამიანები. ვაშინგტონის მერის მიურეილ ბოუზერის განცხადებით, “კომენდანტის საათი” მოქმედებს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.
ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებისადმი ვიდეომიმართვის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, მათ კვლავ მოუწოდა დაშლისა და სახლებში წასვლისკენ.
„არის მოვლენები, რომლებიც ხდება, როდესაც არჩევნებზე გამარჯვებას ასე უცერემონიოდ და აგრესიულად ართმევენ უდიდეს პატრიოტებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულითა და მშვიდობით. დაიმახსოვრეთ ეს დღე სამუდამოდ!“ - წერს ტრამპი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals