06/01/211 995 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა - ივერ მელაშვილის წერილი ივანიშვილს

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა“ - ამ ირონიული საახალწლო მილოცვის ავტორი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილია, ადრესატი კი ბიძინა ივანიშვილი.
ოლიგარქის პირადი პატიმარი ღია წერილში წერს, რომ ხელისუფლების ყველა შტო მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული და სასამართლო ხელისუფლებაც მხოლოდ მის დავალებებს ასრულებს. თვლის, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რაც ხელისუფლების ოპონენტების დევნაა.
„საკუთარ თავზე გამოვცადე თქვენი მთავრობის და მართლმსაჯულების უსამართლობა - ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის“
ივერი მელაშვილი რომ სინდისის პატიმარია, ამაზე საუბრობს მისი მეუღლეც. თამარ სულაძე რომელიც პატიმარ ქმარს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, ამბობს, რომ პაემნების შეზღუდვის შემდეგ სატელეფონო კომუნიკაციაზეც პრობლემები ექმნება.
ახალი უზუსტობა, რომელიც კარტოგრაფების საქმეში გამოჩნდა, სადავო რუკას უკავშირდება. 
გიორგი მშვენიერაძე ამტკიცებს რომ  თუ კარტოგრაფები  1:200 ათასიანი მასშტაბის რუკით იხელმძღვანელებდნენ, მაშინ წითელი ხიდიც აზერბაიჯანულ მხარეს მოხვდებოდა.
ეს არ არის ერთადერთი უზუსტობა, რომელიც კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმეს სწავლობენ, ამბობენ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია.
დაკავებული კარტოგრაფების წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს გაიმართება. უკანონო პატიმრების ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ დაკავებულები საპატიმროს ამჯერად მაინც დატოვებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY