30/12/201 692 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქით გადავუგრიხავთ

მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს. “ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ოპოზიციას ყველაფერი ფეხქვეშ გამოეცალა, საყრდენი აღარ აქვს და მათი პოზიციები სუსტია.
“ჩვენ გვაქვს არა ერთი, ხუთი და ექვსი სვლა, არამედ ძალიან ბევრი სვლა და მანევრირების ფართო საშუალება. მათ აქვთ ორად ორი გამოსავალი - ცუდი და უარესი. ცუდი არის შესვლა, უარესი - არშესვლა”,- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, მმართველი პარტია მზადაა მსჯელობა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე, რიგგარეშე არჩევნები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, “თუ ვინმე გაყალბებას დაადასტურეს”.
“ჩვენ ბევრი რამ უკვე განვიხილეთ ოთხი რაუნდის ფარგლებში, ეს იყო პირველ რიგში საარჩევნო რეფორმა, რაზეც თითქმის შეჯერებულია პოზიციები. მზად ვართ, ამასთან დაკავშირებით განვაგრძოთ მსჯელობა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რაც იყო ოპოზიციის მხრიდან დაყენებული, ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი გავეცით, რომ გადამოწმდება არჩევნების შედეგები და თუ გამოჩნდება მიზერული გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამ შემეთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. თუმცა ამაზე შეიკავეს თავი ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ძალებმა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი წევრი ყველა კომისიაში და კარგად იციან, რა ხდებოდა კომისიებში, ანუ იციან, რომ არ გაყალბებულა. მათ უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. გაირკვა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, გაყალბდა გაყალბებაზე საუბარი. ისინი ყალბად საუბრობენ გაყალბებაზე”, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არსად ეჩქარება, რადგან “მილიონი მანდატი” აქვს და ელჩებთან კონსულტაციას ელოდებიან.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების რესურსი, კობახიძის თქმით, მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს აქვს აზრი, ვინც “გამარჯვებული მხარეა”.
“ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. არის ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა, ვინც არის ლუზერი, ანუ წაგებული ამ არჩევნებში. ასეთია “ევროპული საქართველო”.
რანაირად შეიძლება ესაუბრო “ევროპული საქართველოს” პარლამენტში შესვლაზე, როდესაც მაინც ვერ შედის. “ნონსენსთან” გვაქვს საქმე. მათ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა, უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს ამის და “ნონსენსია” იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც მაინც ვერ შემოდის. იგივე ეხება სააკაშვილსაც- მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც უნდა შემოსვლა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ეწეოდა 9 წლის განმავლობაში. რაზე უნდა ველაპარაკოთ ან სააკაშვილს ან ბოკერიას?! ვერაფერზე. მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარეს. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. იმედი გვაქვს, ეს ზღვარი გაივლება”,- განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ