23/12/201 258 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, აორმაგებს მთავრობის პასუხისმგებლობას.
„2020 წელი იყო საკმაოდ რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის. გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. ასევე, ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თალსაზირისით ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე მომავალი წლების განმავლობაში იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი და რომელზეც დღეს და ხვალ შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ, პროგრამა რომელსაც სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განვახორციელოთ სრულად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება არის ის, რომ 4 წლის თავზე შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY