ამ ნევროზული ხელისუფლებისგან არცერთ შავრაზმულ გზას არ გამოვრიცხავ - გიგა ბოკერიაოპოზიციის ლიდერებისა და ოპოზიციური არხის გენდირექტორის მიმართ ჯერ დაანონსებულ, ხოლო შემდეგ გადადებულ რეპრესიებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ დიდი ხანია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ციხე. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების დარღვევა უკვე სახეზე იყო, როცა ივანიშვილმა გიორგი რურუა არ გამოუშვა.
პოსტსაბჭოთა ჭაობში მიღებულია იმ აზრის დამკვიდრება, რომ არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლება ვერ იცვლება - ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობს ივანიშვილი და ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ეს არის გზა სრული სტაგნაციისკენ, როგორც ეს მოხდა ბელარუსში, ან არის ამაზე უკეთესი, მაგრამ ჩვენთვის მაინც დრამატული - უკრაინის მაგალითი, როგორი რეაგირება ჰქონდა ხალხს, როცა ამ წესის დანერგვის მცდელობას მოჰყვა რევოლუცია და იანუკოვიჩის ბედი.გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება, ყველაფერი მიდის პუტინის რუსეთისკენ და ხალხის რეაქცია იქნება ძალიან ადეკვატური. კომენტარები |