Babajana LOGO

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

02 დეკემბერს 2020 06:38ნახვები 1 458წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - განაცხადეს კლინიკაში.
კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.
კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals