Babajana LOGO

დეკანოიძე - ეს არის სიმბოლო, როგორ იცავს ხელისუფლება გავრილოვს

28 ნოემბერს 2020 08:09ნახვები 737წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების, შუშანა მაცაბერიძის და ნათია ლეთოდიანის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს არის სიმბოლო, როგორ იცავს ხელისუფლება გავრილოვს. 
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.
"შუშანას და ნათიას დაკავება არის სიმბოლო - როგორ იცავს ხელისუფლება გავრილოვს.. ნათიას მამას თვალის დაზიანება არ აკმარეს 20 ივნისს, ახლა დააკავეს..", - წერს ხატია დეკანოიძე. 
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა. 
ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals