28/11/201 278 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - აბაშიძე-კარასინის ფორმატი ეროვნული ინტერესების მოღალატე ინსტიტუტია

„ის განცხადება, რაც მოვუსმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არის დემონსტრირება იმისი, თუ როგორი ეროვნული ინტერესების მოღალატე ინსტიტუტია შექმნილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი უნდა გააკეთოს და განმარტოს, თუ რაში იპოვეს ურთიერთგაგება მხარეებმა.
„სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან , პასუხი გაგვცეს ვინმემ, რაში იპოვეს ურთიერთგაგება? იმაში, რომ კომუნისტი, პროპუტინული ფრაქციის ხელმძღვანელი, სადამ ჰუსეინის ყოფილი მრჩეველი და მხარდამჭერი, საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილე პირი, რომ ქვეყანაში შემოუშვეს და დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ამას რომ მოჰყვა საზოგადოების რეაქცია, ამის დაგმობაში იპოვეს ქვეყნის მტრებთან საერთო ენა? ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი კატასტროფაა ყველაფერი ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს უკავშირდება. მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი სუვერენიტეტის თემასთან დაკავშირებით. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია კომენტარიც კი ამ თემაზე. ეს არ არის მოგონილი ამბავი, რომ უკვე მერამდენედ ხდება, ჩვენი მტრის პროპაგანდისგან ვიგებთ იმას, თუ რა გზავნილები აქვთ ივანიშვილის პოლიტიკურ „კლოუნებს“ და ამ შემთხვევაში, ამ „კლოუნ“ აბაშიძეს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებით.
ამ საკითხის შეფასება, რაც მოხდა შარშან, 20 ივნისს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამიტომ პასუხი გაგვცემ, როგორ განმარტავენ ამ სამარცხვინო ამბავს“,- განაცხადა ბოკერიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY