Babajana LOGO

სსრკ-ს საუკეთესო ტრადიციებში, მინდა ვოლსკი პარლამენტში - ზურა ჯაფარიძე

21 ნოემბერს 2020 01:34ნახვები 563წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"მინდა, რომ ვინც  მივა არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ყველამ გია ვოლსკის მისცეს ხმა" - ეს ირონიული განცხადება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა. 
საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როგორც ეს სსრკ-ს როს იყო, როცა მხოლოდ ერთი კანდიდატი არსებობდა და მას "ირჩევდნენ", მინდა ვიხილო გია ვოლსკი მაჟორიტარად პარლამენტში, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 
ცნობილია, რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიციის თანახმად, ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში არ მონაწილეობს. ის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყო წარდგენილი კანდიდატად და მისი კონკურენტი სახელისუფლო პარტიიდან გია ვოლსკი გახლდათ. ამ ოლქში მეორე ტური გახდა საჭირო, თუმცა, ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania