Babajana LOGO

გრიგოლ ვაშაძე - როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტში შესვლა, როდესაც ოპოზიციური პარტიების 100% ამის კატეგორიული წინააღმდეგია?!

20 ნოემბერს 2020 10:17ნახვები 622წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან, რადგან 2021 წელი ყველა თვალსაზრისით “ძალიან სახიფათო” იქნება.
როგორც ვაშაძემ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფასილიტატორებს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა.
“ჩვენ ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორეთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. “ქართული ოცნებისგან” ველოდები კომპრომისულ წინადადებას, იმიტომ, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით - გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური კუთხით. ამიტომ ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც საქართველოს მოქალაქეს დააკმაყოფილებს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერცერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”,- განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტში შესვლის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას კი ვაშაძემ შემდეგნაირად უპასუხა: “როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტში შესვლა, როდესაც ოპოზიციური პარტიების 100% და მათი მხარდამჭერები ამის კატეგორიული წინააღმდეგია?!”.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania