Babajana LOGO

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 868-მდე გაიზარდა

18 თებერვალს 2020 09:51ნახვები 642წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 98 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 868-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ვირუსის 1,886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 72,436-ს მიაღწია.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 30 იანვრის შემდეგ, როცა ერთ დღეში დაავადებულთა რაოდენობა 2 000 ადამიანზე ნაკლებია, რაც შეეხება გარდაცვლილებს, ერთ დღეში გარდაცვლილთა მსგავსი მცირე მაჩვენებელი 11 თებერვლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ხელისუფლება შემთხვევების კლების ტენდენციას გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს უკავშირებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania