09/11/20972 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით, რომ დღეს კრიზისს ქმნის ხელისუფლება

სრულიად ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩიხიდან გამოსავალი და მოლაპარაკებები უნდა შედგეს, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სხვა გადაწყვეტილება, გარდა ხელმეორე არჩევნებისა, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, არ მინახავს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მზადაა თუ არა ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მმართველ გუნდთან დიალოგისთვის.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს, კომპრომისის მოძებნა აუცილებელია.
„ყველას ესმის, რომ გამოსავალი ამ ჩიხიდან საბოლოოდ უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. მათ შორის, მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს, როგორ ვემზადებით განმეორებითი არჩევნებისთვის, როგორ იცვლება ცესკოს შემადგენლობა და როგორ კომპლექტდება ახალი შემადგენლობა. არ მგონია, ვინმეს აქვს აზრი, რომ მხარეებს შორის დიალოგის გარეშე შეიძლება ამ ვითარებითან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს თეორიულად შესაძლებელი არაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და მგონი, ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით, რომ დღეს ქვეყანაში კრიზისს ქმნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს დაკარგული საზოგადოებრივი ნდობის მანდატი და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ბოლომდე არ ჩამოგვექციოს ნახევრად დაშლილი ჩვენი სახელმწიფო, ამისთვის აუცილებელია კომპრომისის მოძებნა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY