07/11/201 791 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

დეკანოიძე: "ოცნებამ" გადაწყვიტა, ქალაქების ჩაკეტვით აქციაზე ადამიანების რაოდენობა შეამციროს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავრობა საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვით აქციაზე ადამიანების რაოდენობის შემცირებას ცდილობს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე საჩივრები განიხილოს, კომენდანტის საათს აწესებს.
"რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ კომენდანტის საათით და ქალაქების ჩაკეტვით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე და იმის მაგივრად, რომ გაყალბებული არჩევნების საჩივრები განეხილა და ყველა სარჩელი დაეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი და მათ შორის მიეღო წინადადება ახალ არჩევნებზე და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კომენდანტის საათი დააწესა",  ამბობს დეკანოიძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს გავრცელება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე. 
8 ნოემბერს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. როგორც ამბობენ, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. იყო კარუსელები, ბიულეტინების ჩაყრა, გაკონტროლებული ხმები. ევროპული საქართველოს ცნობით, ყველა ამ დარღვევის რაოდენობა 3-ჯერ და 5-ჯერ აღემატებოდა წინა წლების არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევენს. 
არასამთავრობო ორგანოზაციები ლაპარაკობენ ასობით უბანზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა და რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი ასობით საჩივარი არ განიხილა ან არ დააკმაყოფილა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY