გავრილოვის ჩამომთრევი აბრალებს გენერალ ჭანკოტაძეს, რომ გადატრიალებას აპირებდა - ხაბეიშვილი
სუს-ის მორიგ გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალებაზე და ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელმაც ამ "გადატრიალების გეგმის" ავტორებად მესამე პრეზიდენტი და გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა, ენმ-ს წევრ და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება:
კაცი თავის მკერდით იცავდა საქართველოს და ეს გიჟი, არაფრის მაქნისი, გავრილოვი რომ ჩამოათრია, ის კაცი აბრალებს გენერალ ჭანკოტაძეს, რომ თურმე სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ამისთვისაც უნდა გამოხვიდეთ კვირას სამ საათზე - ამბობს ხაბეიშვილი.