Babajana LOGO

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის ჯო ბაიდენი იგებს

04 ნოემბერს 2020 01:04ნახვები 871წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი იგებს. 
"დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, განახლებადი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის 223 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს კი 174. გამარჯვებისათვის კანდიდატს 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა სჭირდება. კოლეგიის წევრებს შტატებში სათითაოდ ირჩევენ, შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. 
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი მაინც ვარაუდობს, რომ არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს. მოლოდინებზე მან  Fox & Friends -ის ეთერში ისაუბრა. 
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აშშ-ის დროით კი, დილის 6 საათზე დაიწყო. 
განახლებადი მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ The Guardian-ზე

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals