Babajana LOGO

ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რევანშზე ორიენტირებული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს

30 ოქტომბერს 2020 13:23ნახვები 853წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რევანშზე ორიენტირებული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
„მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით უნდა დაიცვან ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დაუშვან, რომ „ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania