30/10/201 379 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბაქრაძე კობახიძის განცხადებაზე - ადრე საბურავები იყო, ახლა ელექტროშოკი, სპიკერის ინტელექტზეა დამოკიდებული

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სიბრიყვეს და უპასუხისმგებლობას უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული.
როგორც ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან მსგავსი განცხადებები ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.
„ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების წინ. ადრე საბურავები იყო, ახლა ელექტროშოკი, დამოკიდებულია სპიკერის ინტელექტზე. მაშინ ჭიკაიძემ საბურავის მეტი არ იცოდა. ამას დავარქმევდი სიბრიყვეს და უპასუხისმგებლობას. სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმაა პრობლემა და ასეთი ტიპის განცხადებებით ხელისუფლება მუდმივად აშინებს მოსახლეობას. ხელისუფლების ტაქტიკაა დააშინოს მოსახლეობა არჩევნებით.
მიზანი არის დაშინება, გამოჩენა, რომ არჩევანი არის შავ-თეთრი და თუ ხმას არ მისცემ „ქართულ ოცნებას“, ქვეყანაში იქნება არეულობა, სისხლისღვრა და ერთადერთი გარანტი, რომ ეს არ მოხდეს, არის ამ ხელისუფლების არჩევა - „ქართული ოცნება“ ამ ტაქტიკას იყენებს უკვე 8 წელია და განსაკუთრებით ბოლო 3 არჩევნების განმავლობაში. ბუნებრივია, არ ვიცი, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, თუმცა ყველა საფუძველი მაქვს, ვივარაუდო, რომ ეს ელექტროშოკები ზუსტად იგივე ტყუილია, როგორც საბურავები, როგორც რამდენიმე საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაზეა სუს-ში აღძრული და ა.შ.
ეს არის „ქართული ოცნების“ ტაქტიკა, დააშინოს და დაზაფროს მოქალაქეები და ამით მოახდინოს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია, ნაცვლად იმისა, რომ პროგრამაზე ილაპარაკოს, რას აპირებს და მეორე მხრივ, ეს არის ასევე ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელი. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მომავლის გეგმა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად ებრძვის ოპოზიციას და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც დღეს ეშინია. ბოლო 4 დღის განმავლობაში ეს განცხადებები, რომ ოპოზიცია ხან არჩევნებს აყალბებს, ხან შეიარაღებულ ამბოხს აწყობს, დღეს კი თურმე შაშკინი ელექტროშოკით დარბის, ეს ყველაფერი სინამდვილეში სისუსტის გამოხატულებაა“,- განაცხადა ბაქრაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York