21/10/20923 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია მეზვრიშვილი - შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის - თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწუმენთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს.
,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს. თვითიზოლაციაში რეალურად 2 1703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზე არის ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა, მაგრამ ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას.
თხოვნა გვაქვს მაქსიმალური და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ დავუშვათ ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA