19/10/201 154 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი - ხაზარაძე ინფექციურში გადაიყვანეს

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და ადამიანებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზარაძე წერს, რომ ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს", - წერს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, კორონავირუსი ხელს ვერ უშლის წინასაარჩევნო აქტივობებში იყოს ჩარტული. მისი თქმით, ხვალ, 20 ოქტომბერს პარტია რუსთავში დიდ შეხვედრას გეგმავს სადაც ის დისტანციურად ჩაერთვება.
ხაზარაძე ამბობს, რომ  მისი ოჯახის წევრებს, შვილებსა და ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ტესტების პასუხი უარყოფითი იყო პარტიის წევრების 99%-შიც.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ, 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York