Mortgage
Babajana LOGO

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

15 თებერვალს 2020 15:49ნახვები 570წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა. კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

World Class MMA & Judo
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office