"ქართულმა მარშმა" დავით გარეჯთან "გამაფრთხილებელი" აქცია გამართა
ულტრანაციონალისტური პროპუტინული პარტია "ქართული მარშის" წევრებმა დავით გარეჯთან აქცია გამართეს. "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ეს "გამაფრთხილებელი" აქციაა და ათ დღიან ვადას აძლევს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ "ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდგომ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება და შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ტერიტორიებიდან, დავით გარეჯიდან".
"ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ათდღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდეგ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის მეგობარი ქვეყანა და, როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან, საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ დავით გარეჯიდან. ვერავინ ამიკრძალავს მე და ვერც ერთ ქართველ მოქალაქეს, რომ გადაადგილდეს თავის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადავალ, იქ სადაც არის ჩემი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია, მერე უიარაღო ადამიანს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უნდათ მესროლონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ" - თქვა სანდრო ბრეგაძემ.