14/02/201 897 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

თალაკვაძე - Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრება, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით ოპოზიციის მიერაა დასპონსორებული. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აშშ-დან კრიტიკული წერილების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით სტატია დასპონსორებულია და მიანიშნებს ოპოზიციაზე, რომელსაც მისი თქმით, დღეს ქვეყენაში მხარდაჭერა არ აქვს.
„ისინი ცდილობენ საერთაშორისო პრესით გააჟღერონ თავიანთი პოზიციები და სცადონ ამით მაინც გაუკეთონ კომპენსირება იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც მათ ქვეყანაში აქვთ. ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია..
დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… ,“ – ამბობს თალაკვაძე. მისივე თქმით, ივანიშვილს, როგორც სხვა პირს, უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიას გაუფორმოს კონტრაქტი და გამოიყენოს მათი მომსახურება სტრატეგიული მიზნებისთვის.
თალაკვაძე ამატებს, რომ „ოცნება“ აგრძელებს პარტიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობას, ოპონენტებსა და ოპოზიციას კი 2020 წლის არჩევენებზე ელოდება.
ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი არის ელი ლეიკი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად Bloomberg View-ის კოლუმნისტია. თანამშრომლობდა Fox-თან, CNN-თან, C-SPAN-თან და სხვა გამომცემლობებთან. იგი აგრეთვე The Daily Beast-ისა და Newsweek-ის უფროსი კორესპონდენტი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY