Mortgage
Babajana LOGO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი - მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კოროვირუსით დაინფიცირდეს

14 თებერვალს 2020 12:19ნახვები 455წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კოროვირუსით COVID-19 დაინფიცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგი ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე იტყობინება, რომელიც ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.
მისივე თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ლონგინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.
შეგახსენებთ, კოროვირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

World Class MMA & Judo
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office