Babajana LOGO

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

07 ოქტომბერს 2020 03:56ნახვები 349წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, - აცხადებს გოგაშვილი.
სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania