Babajana LOGO

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

06 ოქტომბერს 2020 02:50ნახვები 246წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania