Babajana LOGO

სომხური ძალები უკან იხევენ - "ჩვენ არ ვართ შორს დღისგან, როდესაც ვიხილავთ მტრის განადგურებულ არმიას"

05 ოქტომბერს 2020 11:45ნახვები 614წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ყარაბაღის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ძალები ფრონტის რიგი მონაკვეთებიდან უკან იხევენ.
„თავდაცვის არმია ფრონტის გარკვეული მონაკვეთებიდან უკან იხევს, რათა თავიდან ავიცილოთ არასაჭირო მსხვერპლი  ჩვენს რიგებში და მეტი ზიანი მივაყენოთ მტერს“.
„სამხედრო სარდლობა აგრძელებს პროფესიულ ბრძოლას და ჩვენ არ ვართ შორს დღისგან, როდესაც ვიხილავთ მტრის განადგურებულ არმიას. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ არ გავჩერდებით“, – ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.
სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში მეცხრე დღეა მიმდინარეობს. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაბრაილის რაიონის ცხრა სოფლის დაბრუნების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
დღეს დილიდან სომხური მხარის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა განაახლა შეტევა კონფლიქტის ზონაში სამხრეთ მიმართულებით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania