28/09/20942 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თორნიკე რიჟვაძე - დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 400-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში ეპიდვითარება არის რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი.
"არცერთი პაციენტი არცერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან.
ყველა ახალ კოვიდინფიცირებულთან შესაბამისი რეაგირება ტარდება, როგორც გადაუდებელი ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქ ფირმებში აქვთ, მათი ოჯახში მართვა ხდება.
ბოლო დღეებში აბსოლუტურად გავმართეთ ცხელი ხაზი და რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ასევე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე შესაბამისი სერვისები მიიღონ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო მიღებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გადახედავს.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მთავრობას ათდღიანი პერსპექტივა სჭირდება, რომ სკოლებსა და ბაღების ამოქმედებაზე გადაწყვეტილება მიიღონ.
"მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო, მათ გვერდში დგომას ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ. ჩვენ მოგვიწია დროებით შემზღუდავი ღონისძიების შემოღება, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო შეზღუდვას როგორც ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილებას. მოსახლეობის უმრავლესობა გაგებით ეკიდება და მათ მადლობას ვუხდი. ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული რამდენად მალე დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას. ეს შეზღუდვები არის დროებით და რამდენიმე დღეში ინფიცირების დინამიკას გადავხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემზღუდავი ღონისძიების გაგრძელების, შეჩერების ან სხვა ფორმით გავრცელების თაობაზე. ასევე, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება ერთკვირიანი, ათ დღიანი პერპექტივა, რომ ზუსტად გავზომოთ ის რისკები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესის აღდგენას და ანალიზის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა რიჟვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY