არველაძე - სწრაფი ტესტით კორონავირუსი დამიდასტურდა, ველოდები PCR-ის პასუხს
შოთა არველაძე ადასტურებს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს:
სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.შოთა არველაძის კოვიდინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით, უზბეკურმა მედიამ გაავრცელა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის - წერს არველაძე