21/09/201 179 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხათუნა გოგორიშვილი - სააკაშვილმა თავად უნდა შეწყვიტოს ცეცხლის გახსნა

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი წარმოაჩინოს, როგორც ორპოლუსიანი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას - არა, გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ის, რომ ყველა პარტიას თავისი სტრატეგია აქვს და ყველა პარტია არჩევნებში იბრძვის იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს, ეს ძალიან ბუნებრივია და არავის უკვირს, უბრალოდ ბოლო 8 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი წარმოაჩინოს, როგორც ორპოლუსიანი. ასე ნამდვილად არ არის და ამას აჩვენებს 31 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ვნახავთ, რომ სხვა პარტიებსაც ექნებათ საკმაოდ კარგი შედეგი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარტო მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ვიზავი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხავს წყალს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, ყოველდღე ერთი და იგივე საკითხზე წაღმა-უკუღმა კომენტარების კეთება არასწორია.
„გუშინ სააკაშვილის განცხადება იყო, რომ უმრავლესობით მოდის და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს ყველაფერს მომავალ მთავრობაში და დღეს უკვე ამბობს, მეგობარო პარტიებო, მოდით მოვემზადოთ თანამშრომლობისთვის, ანუ დაუშვა, რომ კოალიციური ერთობის საჭიროება გახდა. გუშინდელი და დღევანდელი მესიჯი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ ყოველდღე ერთი და იგივე საკითხზე წაღმა-უკუღმა კომენტარების კეთება მე მგონი, არასწორია. ზუსტად ის, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი, არის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ დაარწმუნოს ქართველი ამომრჩეველი, რომ არჩევანი არის მხოლოდ ბიძინასა და მიშას შორის.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალაუფლებისკენ ლტოლვა იმდენად მაღალია, რომ სხვა ვერაფერი წარმოუდგენია. არ უნდა მიხეილ სააკაშვილს კოალიციურ მთავრობაში იხილოს თავისი პარტია იმიტომ, რომ ზუსტად იცის, კოალიციურ პარტიაში ერთპიროვნული ლიდერობა არ გამოუვა. როდესაც ის გამოდის და ამბობს, მე ვარ ერთადერთი, ვინც ბიძინას საპირწონეა, გამოდის, რომ ამით ის აფუჭებს საერთო ოპოზიციური ერთობის იდეას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციური სპექტრისადმი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას, რომ ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დააზიანონ საერთო ინტერესები, გოგორიშვილის თქმით, ამ მიმართვას და შენიშვნას საკუთარ თავზე ვერ მიიღებს და სააკაშვილმა თავად უნდა შეწყვიტოს ცეცხლის გახსნა და მსგავსი განცხადებების გაკეთება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA