COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარიდანაა, 30-თბილისიდან, 19-ქუთაისიდან
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 196 კორონავირუსის შემთხვევიდან 128 აჭარიდანაა, 30 - თბილისიდან, 19 - ქუთაისიდან.
ინფიცირების 196 ახალი შემთხვევის რეგიონული განაწილება ასეთია: 128-აჭარა, 30-თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვედა ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 გურია, 2 მცხეთა-მთიანეთი, 1 კახეთი, - ამბობს მარინა ეზუგბაია.შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.