Babajana LOGO

სერგეი ლავროვი - არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ

18 სექტემბერს 2020 05:53ნახვები 198წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ახლა საქართველოს გამოყენებას ზუსტად ისე ცდილობენ, როგორც უკრაინას იყენებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, რადგან მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი დაუგეგმავთ.
„უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ როლს თამაშობს და ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ტრანში, რომელიც უკრაინას გამოეყოფა მოკლევადიანი იყოს, ეს არის მიკროკრედიტები, რაც მოკლე საბელზე ყოფნას ნიშნავს, რომლის დაჭიმვაც ყოველთვის შეიძლება. ასევე ცდილობენ საქართველოს გამოყენებასაც. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საბაბი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, ჩვენ არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, ყველას ახსოვს როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები, წვრთნიდნენ ქართულ არმიას, ყველამ იცის, რომ ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის შეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება. იმის შემდეგ, რაც 5 დღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა მშვიდობის დასამყარებლად, ევროსაბჭომ სპეციალური ანგარიში შეუკვეთა, შექმნეს ექსპერტების ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი, რომელსაც მაშინ სთხოვეს, რომ ეხელმძღვანელა ჯგუფისთვის, რომელიც გამოიკვლევდა 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ კონფლიქტს. მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ყველა სხვა საუბრები, რომლის გამოყენებასაც ის ცდილობდა, თითქოსდა, ვიღაც მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა გვირაბის იქითა მხრიდან, ეს ყველაფერი უკვე მონაგონია. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, შეიძლება ისედაც კი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებს. ყოველ შემთხვევაში, მე ვიცი გარკვეული დამთხვევებისა და საერთო მისწრაფებების შესახებ. მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ისინი გადალახავენ ამ არსებულ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის“, - განაცხდა სერგეი ლავროვმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania