12/02/201 686 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ

მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების" სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან.
„იმედი მაქვს, ჩემი კომენტარიც მივა მასთან, როგორც ჩემთან მოვიდა მისი კომენტარი. გვირჩევნია, რომ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, რომელთაც სამწუხაროდ, გადაცდომა დაუშვეს ისევე, როგორც ოპოზიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, არ დაუშვან ბიუჯეტის ასეთი გაფლანგვა. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ასჯერ, ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, თუ ამას თანხაში შევაფასებთ, არ მგონია, რომ ბატონ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების" სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან", - განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარი, ესპანელი დეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ამორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის უგულავა, რომელიც საკვანძო მონაწილეა, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი და არა ციხეში“, - წერს ამორი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA