12/09/201 006 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აჭარაში 22 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 80 აჭარაში გამოვლინდა,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომელიც უკვე ჰოსპიტალიზირებულია. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში 22 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 80 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე ნიმუში კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 კი უცნობია, 7- სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევაა, 3 ხოფას ბაზრობის კლასტერს მიეკუთვნება. დღე-ღამის განმავლობაში 2697 კვლევა იყო დასრულდებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან 2185 ტესტი იყო აღებული.
ტურისტულ სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით კარვებში ტესტის ჩაბარების მხრივ, მოქალაქეების მიმართვიანობა კლებულობს და ამიტომ კარვები თავის ფუნქციას წყვეტენ და მხოლოდ ორ ლოკაციაზე დარჩება კარავი -ხოფას სავაჭრო ცენტრთან და ავტოსადგურთან, როგორც თავიდან იყო.
კიდევ ერთ უზუსტობაზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, გუშინ დაშვებული იყო შეცდომა, "თეგეთა მოტორსის" ნაცვლად "თერამოტორსი" უნდა მეთქვა.
ერთი დადასტურებული შემთხვევა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გვყავს, ყველა კონტაქტირებული პირი თვითიზოლაციაში არის გადაყვანილი, თვითონ ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციაშია. აჭარის განათლების სამინისტროში "კოვიდ-19" ინფიცირებული არ არის. ძალიან მოიმატა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საკარანტინე სივრცეში გადავიყვანთ ან არის გადაყვანილი, ისინი რეაბილიტაციას გადიან. ახალი კერა არ გვაქვს.
ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომ ინფიცირებულთა მიღება დაიწყო, გუშინ უკვე ჰყავდათ პაციენტი და კლინიკა კოვიდმკურნალობაში ჩაერთვება",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA