"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ადასტურებს.
მათი განცხადებით, ინფიცირებული საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.