08/09/201 230 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ჩემი პრემიერობის დროს ანგარიშსწორებას დავასრულებთ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ანგარიშსწორება და მისი პრემიერობის დროს სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რადგან მათ ვისაც ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვა სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
ვაშაძის თქმით, ის აპირებს, რომ გახდეს პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„როდესაც მე გავხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორებას და რევანშს დავამთავრებთ. მიხეილ სააკაშვილს ჩემი პრემიერობის დროს ექნება შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს. ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა. ვაპირებ პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრი ვიყო. კარგია, რომ ოპოზიციის მხრიდან მეტი კანდიდატი იქნება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერისთვის ვიბრძვით და საბოლოო ჯამში, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. მე ვაპირებ, რომ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ მინდა ქვეყანაში არსებული კრიმინალი და სიღარიბე დავამარცხო. ჩვენი კონკურენტი დამსხვრეული ოცნებების მთავრობაა, რომელმაც ქვეყანას პერსპექტივა წაართვა“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY