11/02/201 394 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა გვარამია - სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა

“რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლემ თებერვალში მისი პროცესების ხშირად ჩანიშვნით მას ფაქტობრივად, “მთავარის” დირექტორობა აუკრძალა. როგორც გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში კვირაში მხოლოდ ერთხელ ივლის, თუნდაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.
“მოსამართლემ თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. არ ვიცი, რას ნიშნავს, პრიორიტეტულობა მის ენაზე მიკერძოებულობას ნიშნავს, როგორც ჩანს იმიტომ, რომ არავითარი წინაპირობები, რომლებიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია, მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი... არავითარი ბევრი აქ შესასწავლი არ არის, მასალის თვალსაზრისით, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესებია, ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს - ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა “მთავარის” დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო იმიტომ, რომ ეს მოწმეების დაკითხვაა, შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია “მთავარსა” და ამ სამარცხვინო ავღუას თავლას შორის, ვაკეთებ “მთავარის” სასარგებლოდ. მე შემიძლია პროცესს კვირაში ერთი დღე დავუთმო, მეტი მე არ მაქვს, ჩემი დასვენების ნახევარი დღე შაბათს რაც მაქვს, სხვა დღეს გადავიტანო და იმ დღეს პროცესზე ვიყო, სხვა დღე მე არ შემიძლია. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. პირდაპირ ვამბობ, მე არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო თუ “ავად ვარ, მიშველეთ” ვიყვირო, გამორიცხულია, ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ პროცესის ბოლოს ეს აბსოლუტურად ცხადი გახდა, ეს მოსამართლე არის ამ ავღიას თავლის ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან აკადემიურ ფარგლებში კომუნიკაციის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა”, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის საქმის გრაფიკი დაადგინა. მისი გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის შემდეგ, თებერვალში კიდევ 5 პროცესი ჩაინიშნა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY