კვირიკაშვილი უგულავაზე: მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის, გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება. კვირიკაშვილის თქმით, უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა.
კვირიკაშვილი წერს, რომ ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი მისთვის მიუღებელია, თუმცა უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით "ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი".
"ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება",-წერს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი წერს, რომ უგულავას დაპატიმრებას წინ საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული დაპირების დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა უძღვოდა წინ, რაც, მისი თქმით, მსგავსი მსჯელობის საფუძველს იძლევა.
"ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია",-წერსკვირიკაშვილი.კვირიკაშვილი წერს, რომ ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი მისთვის მიუღებელია, თუმცა უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით "ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი".