Babajana LOGO

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, რადგან ოპოზიცია ახალს ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს

02 სექტემბერს 2020 06:22ნახვები 420წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დღევანდელი გადმოსახედიდან, ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ძლიერად გამოიყურება არამხოლოდ იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის კრიზის მენეჯმენტი არის ერთ-ერთ მთავარი თემა, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიცია ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობს ამომრჩეველს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველი ძირითად პარტიებზე უკვე გადანაწილებულია.
„კამპანია ზოგადად ტარდება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოსაზიდად. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სტატისტიკურად ფიქრობს, რომ მას არ უნდა წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ უნდა აწმყო „ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს, არდაზიანებული პოლიტიკური ძალის ძიებაშია და ვერ პოულობს მას. პოლიტიკური ბაზარი ვერ აკეთებს სრულფასოვან შეთავაზებას და ასეთი დაქსასული სიტუაციაა. ეს ხდება იმის ფონზე, რომ რესურსები მონოპოლიზებულია წარსულსა და აწმყოს შორის ანუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. აქ ვგულისხმობ არამხოლოდ მატერიალურ, არამედ მედიარესურსსაც, ანუ პროპაგანდას. ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები კი ამ ორპოლუსიანი ნარატივის გარღვევას ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიები უფრო ლიდერობენ, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული განპირობებულია რეგიონებში არსებული სოციალური რისკებით.
„თბილისში ასეა თუ ისე, რაღაც მოძრაობები არის. პირადი ავტორიტეტი აქვს ქალაქის მერს და ესეც ეხმარება. ეს აქტიური „ანტიმიშა“ თბილისშია კონცენტრირებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ თბილისში „ქართულ ოცნებას“ უკეთესი პოოზიციები აქვს, უბრალოდ თბილისში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ელემენტები უფრო მეტადაა და პოლიტიკური გემოვნების უფრო ფართო სპექტრია. „ქართული ოცნება“ ბევრად წინ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თბილისში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისში კრიტიკული უპიტრატეობას აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania