30/08/201 371 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან – მოურავი პოსტერებზე ბათუმში

ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიასნის“ ორი ლიდერი ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”!
არტისტი ამ პოსტერით  პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის მსგავსად წითლად არის მონიშნული. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ამით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ „აჭარაც არის ანექსირებული“.
ბილბორდის შინაარსმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ბათუმში განთავსებული ორი ბილბორდი „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხსნეს.
„ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ! ირმა ინაშვილი – დავით თარხან-მოურავი, ნორმალურ ქვეყანაში სხვაგან იქნებოდა თქვენი ადგილი!
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მმართველების რეაქციას: კარგად ჩანს როგორ გეშინიათ ან არ გინდათ მინიმუმ ნორმალური კრიტიკული აზრი გამოთქვათ,“-წერს BIMO.
პუტინის სახით გამოსახული ინაშვილის და თარხან-მოურავის პოსტერები ბათუმში აბაშიძის ქუჩაზე, ორ ადგილასაა განთავსებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY